ახალი ამბები
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა გოგო დუმილს არღვევს
დღეს ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ პრეზიდენტის სასახლის წინ მოაწყო აქცია-პერფომანსი, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში მსჯავლდებული პირის შეწყალებას.
აღნიშნული აქტივობის შემდეგ, ჩვენ გამოგვეხმაურა ახალგაზრდა გოგო, რომლის სახელსაც კონფიდენციალურობის გამო არ დავასახელებთ. იგი გვიყვება საკთარ მძიმე ისტორიაზე. გთავაზობთ წერილს უცვლელად:
„გამარჯობათ, მე ვარ 22 წლის, კახეთიდან. დღეს თქვენი საპროტესტო გამოფენიდან გავიგე, რომ „პრეზიდენტს“ მოძალადე შეუწყალებია. ანონიმურად იმიტომ გწერთ, რომ არ მინდა სხვებმაც იცოდნენ რა გადამხდა თავს. 14 წლის ასაკიდან, ერთი არაკაცი, რომელიც ჩემს სოფელში ცხოვრობდა, სისტემატიურად ძალადობდა ჩემზე. საშინლად მძიმე გადასატანი იყო ეს ამბავი, რადგან ეს ერთჯერადი შემთხვევა არ ყოფილა, ვიდრე თბილისში გადმოვიდოდი სასწავლებლად, ფაქტობრივად რეგულარული ხასიათი ჰქონდა ძალადობას. სამწუხაროდ მე დედა გარდაცვლილი მყავს, მამას კი სირცხვილისა და შიშის გამო ვერ ვეტყოდი ვერაფერს. ჯოჯოხეთური წლები გავატარე, მთელი ბავშვობა შიშსა და ძალადობაში შერცხვენილი ვიყავი, დღეს კი ვიგებ, რომ ნაცვლად ყველა ასეთის ღორის ციხეში ამოლპობისა, ასეთ მოძალადეებს იწყალებენ და ქუჩაში თავისუფლად სიარულის საშუალებას აძლევენ. რა არის ეს თუ არა წახალისება და იმის თქმა მძალადისთვის, რომ დანაშაული შერჩებათ? და მე როგორ უნდა მქონდეს გარანტია, რომ ჩივილის შემთხვევაში ციხიდან არ გამოუშვებენ და უარესი ძალადობის მსხვერპლი არ გავხდები?
სამწუხაროა, რომ ქვეყანაში სამართლიანობის და დაცულად ყოფნის შესაძლებლობა არ გვაქვს. შეიძლება ფიზიკურად თქვენთან ვერ ვარ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ კარგ საქმეს აკეთებთ და მინდა გთხოვოთ ბოლომდე ასე გააგრძელოთ. მადლობა და იცოდეთ რომ საჭირო პროტესტი წამოიწყეთ, მიუხედავად იმისა ღიად აგყვებათ თუ არა ხალხი“
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86