ახალი ამბები
ახალგაზრდა ლეიბორისტები საერთაშორისო ტრიბუნაზე

ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი - მიხეილ ქუმსიშვილი და პარტიის საერთაშორისო მდივანი - ბექა ნათელაშვილი 4-10 ნოემბერს იმყოფებოდნენ გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, სადაც მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაციის - European Democracy Youth Network (EDYN) მიერ დაგეგმილ ახალგაზრდულ კონფერენციაში. აღნიშნულ ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ფიგურებმა, როგორიც არიან: USAID-ის ხელმძღვანელი მარკ გრინი, აშშ-ს პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი - მადლენ ოლბრაიტი, EDYN-ის იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი - ბროკ ბირმანი, IRI-ს და NDI-ს პრეზიდენტები - დანიელ ტვინინგი და დერეკ მიჩელი, ბერლინის მერი - მიხაელ მიულერი და რაც მთავარია, 50-მდე ახალგაზრდა ლიდერი ევროპის პოლიტიკური პარტიებიდან და სამოქალაქო სექტორიდან.

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა კონფერენციის როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ ნაწილში არაერთხელ აღნიშნეს საქართველოს ოკუპაციის საკითხი და ისაუბრეს ქვეყანაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების მოგვარების გზებზე. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მეგობრებმა და პარტნიორებმა მკაფიოდ გამოთქვეს მათი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
FaceBook Twitter Google
ვიდეოები