ახალი ამბები
"შსს-ს პარკინგზე, ღია ცისქვეშ ადგენდნენ ოქმებს ექვსივე ადამიანზე, გაყინული პოლიციელები" - ბექა ნათელაშვილი


"ლეიბორისტული" პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, ბექა ნათელაშვილი, რომელიც დღეს დააკავეს მოდულის შენობასთან გამართულ აქციაზე და შემდგომ, ხელწერილით გამოუშვეს, სოციალურ ქსელში, წერს:

"ხელწერილის საფუძველზე გამოგვიშვეს მოძრაობა "გაბედეს" ექვსივე აქტივისტი. სასამართლო სავარაუდოდ შემდეგ კვირას გაიმართება. დიდი მოლოდინი არ გვაქვს სასამართლოსგან, სხვა ახალგაზრდებიც იგივე მოტივით არიან დაკავებულები, სავარაუდოდ ჩვენც დაგვაკავებენ.

ისეთი სისულელეები წერია დაკავების მოტივში, რომ უბრალოდ გვეცინება ყველას :D

ზებრა გადასასვლელზე ინტენსიურ მოძრაობას მოჰყვა ჩვენი დაკავება. მას შემდეგ რაც ზებრა გადასასვლელზე დავიწყეთ ინტენსიური მოძრაობა, პოლიციელები დაბნეულები იყურებოდნენ აქეთ იქით, არ იცოდნენ რა ექნათ. ბუნებრივია, ზებრაზე სიარულის გამო ვერ დაგვაკავებდნენ და მოიფიქრეს, რომ თითქოს თითოეული ჩვენგანი ვილანძღებოდით, უშვერი სიტყვებით ვიგინებოდით და ბოროტად არ ვემორჩილებოდით პოლიციის კანონიერ მოთხოვნას :D ეს წერია დაკავების მოტივში. ექვსივე დაკავებულზე ერთნაირი შაბლონური ტექსტია.

ბევრი ფიქრის შემდეგ პოლიციის უფროსმა გადაწყვიტა რო უნდა დავეკავებინეთ და გაგვაქანეს ვარკეთილში შსს შენობის უკანა პარკინგზე, ღია ცისქვეშ ადგენდნენ ოქმებს ექვსივე ადამიანზე, გაყინული პოლიციელები.

სტანდარტული მუხლი გვაქვს ყველას (ასკ 166-173).

ჩვენ ქვეყანა არ გვაქვს, ამას ქვია ოლიგარქის სამფლობელო.
არავის ეგონოს, რომ ამის გამო პროტესტი შენელდება.
დიახაც, გავბედავთ ყველაფერს რაც კანონის და სამართლიანობის ფარგლებში ჯდება

Gabede • გაბედე

თითოეულ თქვნგანს მადლობა ყურადღებისთვის <3 ტელეფონთან დროებით არ მაქვს წვდომა და ვერ გპასუხობთ"


წყარო: http://alia.ge
FaceBook Twitter Google