ახალი ამბები
კაცთმოძულის კასრში გამოყვანილ კაცთმოძულე სექტას პარლამენტს არავინ გაუთეთრებს
შალვა ნათელაშვილი
- დღეს ქვეყანამ კიდევ ერთხელ იხილა ცხოველური შიშით შეპყრობილი, ივანიშვილის დეპუტატად წილოდებული გოგო-ბიჭები,
რომლებმაც ოპოზიციას უარი უთხრეს სადეპუტატო უფლება-მოსილების შეწყვეტაზე იმ იმედით, რომ გადაარჩენენ თავიაანთ უკანონოდ მოპოვებულ ძალაუფლებას, სტატუსს და ქონებებს. წინასწარ ვეუბნები, რომ ეს ყველაფერი განწირულია ჩასაფუშავად. პარლამენტი ერთპარტიულია. იქ ოპოზიცია არ შევა. ახალი არჩევნების დანიშვნა გარდაუვალია. სახალხო პარლამენტი წინ გველოდება. რაც უფრო მაღალ საფეხურზე აიწევენ ქოცები სისულელეებსა და დანაშაულებრივ ქმედებებში, მით უფრო მწარე იქნება დაცემის დროს, ტკივილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის და მსოფლიო თანამეგობრობის გასაგონად! ოლიგარქმა, მისმა რეჟიმმა არჩევნები მასობრივად გააყალბა. გამოიყენა არნახული ზეწოლის, მოსყიდვის, ფალსიფიცირების, სახელმწიფო რესურსის გამოყენების პრეცედენტები. შესაბამისად, ოპოზიცია, რომელიც მოქმედებს ხალხის ინტერესებით, რომელიც არ გაურიგდება არავის, არ აპირებს პარლამენტში შესვლას, სანამ არ გამოცხადდება ახალი საპარლამენტო აემრჩევნების თარიღი და არ ჩატარდება დემოკრატიული, ახალი არჩევნები. ჩვენ არ გვჭირდება კაცთმოძულის კასრში გამოყვანილი კაცთმოძულე სექტა, რომლებიც თავს პარლამენტს უწოდებენ და რომლებმაც უმდიდრესი ქვეყანა ისე გააჩანაგეს, რომ ხალხს ნაგვის ურნებში უწევთ ქექვა. ვინ გაუთეთრებს ამათ პარლამენტს, ვინ მისცემთ ლეგიტიმაციის საფუძველს?! არავინ! ოპოზიცია იგივე პოზიციაზეა, რაზეც იყო! ეს ბრძოლა ბოლომდე იქნება!
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86