პროგრამა
ღირსეული დეკრეტული შვებულება ქალებს

საქართველოში ორსულობის, მშრობიარობის და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დეკრეტული ანაზღაურება, დასაქმებულის ხელფასის მიუხედავად, ნებისმიერ ქალს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უფინანსდება 6 თვის განმავლობაში, ჯამურად განსაზღვრული 1000 ლარის ოდენობით. გამოდის რომ ეს დაფინანსება თვეში საშუალოდ 166 ლარს შეადგენს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გარემოება ქალებს მძიმე მდგომარეობაში აყენებს და შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტის ფარგლებში ვგეგმავთ შემდეგ რეფორმებს:

  1. გაუქმდება ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ზედა ზღვარი და იგი განისაზღვრება დასაქმებულის არსებული ხელფასის მოცულობით! 
    მცვლილების შესაბამისად, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების მოცულობა კვლავ 183 კალენდარული დღით იქნება განსაზღვრული.

  2. კერძო სექტორში დასაქმებულთა დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაში სახელწმიფოსთან ერთად 50%-იანი თანამონაწილეობით კერძო სექტორიც ჩაერთვება.

ქალები იმსახურებენ ღირსეულ მშვიდ დეკრეტულ შვებულებას, შემოხაზე ნომერი 10, მხარი დაუჭირე ღირსეულ ცვლილებებს!
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86