ახალი ამბები
,,თითოეული ნარკოტიკით გარდაცვლილი ჭაბუკის ცოდვა ამ არამზადის სინდისზეცაა”
,,ძმა კი არა, თვითონ ეს ნარკოვეზირია დასაჭერი. სწორედ მისი ხელით მოახდინა ივანიშვილმა ჩვენს ქვეყანაში საკანონმდებლო-იდეოლოგიური ნარკოგადატრიალება და სასიკვდილო საფრთხე შეუქმნა ჩვენს მომავალ თაობებს. თვითოეული ნარკოტიკით გარდაცვლილი ჭაბუკის ცოდვა ამ არამზადის სინდისზეცაა,თუმცა რა სინდისიერებაზეა საუბარი როცა სიცოცხლე ხალხისა მათი ბიზნესია” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

,,პრესა. ჯი ” -ს ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ბოლო დროს შესამჩნევად გააქტიურდა. შედარებით ზომიერი ზოიძე გაცილებით აგრესიული გახდა ოპონენტებისა და ზოგადად, ოპოზიციის მიმართ.

რა არის დეპუტატის „გამოღვიძების“ მიზეზი?

„პრესა.ჯი“-ს პოლიციიდან აცნობეს რომ ცოტა ხნის წინ, შსს-მ აკაკი ზოიძის ძმა, სავარაუდოდ, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ამბების გამო დაიჭირა.

თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარე ზოიძემ „რკინის ქალამნები“ ჩაიცვა და ძმის გათავისუფლების თხოვნით ივანიშვილს მიმართა.

ოლიგარქმა შეისმინა ზოიძის თხოვნა-მუდარა და მისი ძმა გააშვებინა. სამაგიეროდ კი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ზომიერ თავმჯდომარეს „მეტი ჩართულობისაკენ“ მოუწოდა.

დეპუტატმა მოგვიანებით გააცნობიერა რომ თუ ივანიშვილს თავს არ მოაწონებდა ოპოზიციის მიმართ გამოჩენილი აგრესიით, მისი ოჯახის წევრი კვლავ ციხეში აღმოჩნდებოდა.

ამიტომაც, ბატონი აკაკი ეთერიდან ეთერში დარბის და ოპოზიციას მაქსიმალურად ლანძღავს, რათა როგორმე ძმის „სვაბოდა“ დაიბევოს.

შერჩევითი სამართლის კიდევ ერთი მაგალითი

მაშინ, როდესაც რუსეთის მოქალაქე გახარია რუსულ სტილში იჭერს გაერთიანებული ოპოზიციის ერთერთ ლიდერსა და ნაციონალური მოძრაობის რეგიონალურ მდივანს, დავით კირკიტაძეს, პოლიცია-პროკურატურა, ოცნების მხარდამჭერი დეპუტატის ძმას ფარულად და პირადი თხოვნით ათავისუფლებს.

წარმოიდგინეთ, თუ საჭიროა, გახარიასათვის კრიმინალი არ არის ქართული ოცნების დეპუტატის ძმა, რომელიც სავარაუდოდ, ნარკოტიკების საქმეზე იყო დაკავებული.

სამაგიეროდ, საზოგადოებისათვის საშიში ყოფილა პოლიტიკური კონტექსტით დაპატიმრებული დავით კირკიტაძე, რომელსაც პოლიციამ ჯერ პროვოკაცია მოუწყო და შემდეგ – ციხეში გამოკეტა.

აღარაფერს ვამბობთ ბიზნესის დამტერორებელ და რამდენიმე სახის მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ყოფილ პროკურორ ფარცხალაძეზე, რომელსაც იმის გამო რომ ბიძინა ივანიშვილის უკანონო ბრძანებებს ასრულებს, ყოფილი მინისტრის სარდაფში წამება და აუდიტის სამსახურის უფროსის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო საჯაროდ და ჯგუფურად ცემა აპატიეს.

მეტიც, მას შემდეგ, რაც ფაქტები გახმაურდა და პროკურატურა, უბრალოდ, იძულებული გახდა ფორმალურად მაინც დაეწყო გამოძიება, ფარცხალაძის სასამართლო პროცესი სრულიად საიდუმლო ვითარებაში ჩაატარეს და ბოტასის ქურდობისათვის გასამართლებულ პროკურორს, აუდიტის სამსახურის უფროსის საჯაროდ და ჯგუფურად ცემისათვის 5 ათასლარიანი გირაო აკმარეს.

ივანიშვილი – კანონი და სამართალი

საქართველოში, რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსება მაფიოზურ სახელმწიფოს, სამართლებრივ საკითხებს, სამოქალაქო დავებსა და ბიზნეს თემებს წყვეტს არა სასამართლო, არამედ, მილიარდელი ივანიშვილი.

დაინტერესების შემთხვევაში, სწორედ მასთან ადიან დაპირისპირებული მხარეები და „მსაჯულის ვერდიქტის“ მოლოდინში მდიდრულ აპარტამენტებში იცდიან.

ხოლო, თუ თქვენი ნათესავი ან ოჯახის წევრი დააპატიმრეს, სწრაფად და ოპერატიულად გამოშვების შანსი დიდია, თუ ოცნებას მხარს უჭერ, ივანიშვილს აღმერთებ და მზად ხარ „რუსთავი 2“ გამორთო“.

ასე მოხდა აკაკი ზოიძის ძმისა და სხვა შემთხვევაშიც (ამის დამადასტურებელ კიდევ ერთ ფაქტს „პრესა.ჯი“ ხვალ გაახმაურებს), რაც იმაზე მიუთითებს რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ნელა და სტაბილურად ანაცვლებს არალეგალური სამართალი, რომელსაც შევარდნაძის ბნელ სისტემაში სახელად „კანონიერი ქურდი“ ერქვა, ახლა კი – ბიძინა ივანიშვილი ჰქვია.

P.S: კაკი ზოიძეს, კომენტარისათვის ზუსტად 6 ჯერ დავურეკეთ და სმს-იც მივწერეთ, თუმცა, რატომღაც ის „პრესა.ჯი“-ს ზარებს არ პასუხობს.

დავრეკეთ შს სამინისტროს პრესსამსახურშიც, რომლის წარმომადგენელიც დახმარებას დაგვპირდა. გვითხრა რომ გაგვირკვევდა – რატომ და როდის იყო დაკავებული დეპუტატის ძმა.

საბოლოოდ, შსს-დან დაგვირეკეს და გვითხრეს რომ „ბოლო ერთი თვის განმავლობაში გვარად ზოიძე ნარკო-დანაშაულზე დაკავებული არ ყოფილა“.

როგორც ჩანს, ჯერ დაკავების და შემდეგ არალეგალურად გაშვების გამო, დეპუტატის ძმის დაკავების ფაქტი საერთოდ გაქრა გახარიას სამინისტროდან.




წყარო: http://euronews.ge
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86