ახალი ამბები
"მიზანი მოსკოვის ორბიტაზე საქართველოს დაბრუნებაა"


ლევან ვასაძის და მისი მომხრეების გააქტიურებას მოსკოვის გეგმის ნაწილად მიიჩნევს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.
შალვა ნათელაშვილი: ,,მოსკოვმა და ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყეს ახალი შეტევა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. მიზანია შეიქმნას საყოველთაო დესტაბილიზაცია, აღდგეს ახალი ,,მხედრიონი,“ რის შედეგადაც დაგლეჯილ-განადგურებული საქართველო დაბრუნდება მოსკოვის ორბიტაზე.
მიზნის მიღწევის საშულებად გამოყენებულია სექსულაური უმცირესობა და მათთან დაპირისპირებული კონტაქცია.
ჩვენ ვაშინგტონში ვიწყებთ მუშაობის ახალ ეტაპს, რათა რუსეთის ხელმძღვანელობაზე გაძლიერდეს სანქციები. პუტინსა და მის გარემოცვას ეს ახალი ლაშქრობა საქართველოს წინააღმდეგ, ბევრად ძვირი და აუანაზღაურებელი დაუჯდება, ვიდრე შეიძლება მოგება ნახონ.
რა თქმა უნდა, მე, თქვენთან ერთად აღშფოთებული ვარ სექსუმცირესობების ქმედებებითაც. რა მოუთმენელი დაგემართათ ისეთი, რომ მოსკოვის გეგმების განხორციელებაში ჩაჯექით, როგორც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი?! დარწმუნებული ვარ ესენიც ფინანსდებიან, კონტრაქციის წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც მოსკოვიდან არიან მოვლენილები თავიაანთი საბანკო ანგარიშებით.
საქართველოს ტერიტორიის მესამედი ოკუპირებულია და ერთი პარტიზანული რაზმი ვერ შევქმენით, მსოფლიოს ენახა, რომ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის; ერთი საპროტესტო აქცია არ უნახავს მსოფლიოს ჩვენი ოკუპაციის, გადაშენების, განადგურების, მკვლელობების წინააღმდეგ, რაც ყოველდღე ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე; არ გამოვდივართ იმაზე, რომ წაგვართვეს სამშობლო, სამსახურები, ქონება, ჩაგვიხოცეს მძინარე ბავშვები, აგვიფეთქეს ეროვნული სიმდიდრე, დაგვიკარგეს შვილების მომავალი; არ გამოვდივართ იმაზე, რომ საქართველო დაცალეს ქართველებისგან, ყოველდღე ყიდიან მიწებს, მიაქვთ ოფშორებში დასარეგისტრირებლად ჩვენი ქონება და სამაგიეროდ, როგორც კი სექსუალურ საკითხებს შეეხება პრობლემა, მაშინვე იწყება ქუჩის აქციები.
ისიც კარგად გვახსოვს, როგორ გამოვიდა ასპარეზზე ჯაბა იოსელიანი, რა მიზნით შეიქმნა ,,მხედრიონი _ იგივე წესრიგის დაცვის და პატრულირების.
არ გვჭირდება მაგათი წესრიგის დაცვა. ვიმეორებ, ვერ მიაღწევენ კრემლის ოცნებების ასრულებას . საქართველო იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელი, აღდგენილი და მხრებგაშლილი. ეს დროებითი სიძნელეებია, რასაც მოევლება’’
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86