ახალი ამბები
თავის შინაარსით და ფორმით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდა თავად ხელისუფლებას - გიორგი გუგავა
„ვფიქრობ, თავის შინაარსით და ფორმით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდა თავად ხელისუფლებას,“ - ეს განცხადება საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ გააკეთა.

„არჩევანის“ ეთერში 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას გიორგი გუგავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას სავარძელში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი დასვa. მისი თქმით, მთავრობის მიზანია, რომ საქართველო რუსეთის გუბერნიად აქციოს.

„ასეთი გრძელი დარბევა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს - 6 საათის განმავლობაში, ბართლომეს ღამე მოაწყვეს, სისხლის გუბეები დააყენეს, ვის აბრალებენ, რა გადაცდომა. ის ნარინჯისფერი დათვის გასაჩერებელი ტყვია, ვინ შეისყიდა, ხომ სახელმწიფომ შეისყიდა, ხომ გათვლა ჰქონდათ, რომ ეს უნდა გამოეყენებინათ მომიტინგეებისკენ, დღეს თუ ხვალ. როგორ უნდა გაჩერდეს ეს საზოგადოება, რას ველოდებით, ცხელ ტყვიას ველოდებით ბიძინასგან? რომლის გამსროლიცაა ეს მშიშარა, არაკაცი, მის მიერაა ეს ბრძანება გაცემული, რომ დაეხვრიტა თავისუფლების მოყვარული ხალხი, რომ ანგარიშები ჩაებარებინა იქ კრემლში,“ - განაცხადა გუგავამ.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86