ახალი ამბები
"საქართველოში პრეზიდენტ პუტინის დიქტატურა მყარდება" - შალვა ნათელაშვილი
საქართველოში პრეზიდენტ პუტინის დიქტატურა მყარდება

ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა:
_ როგორც ვხედავთ, საქართველოში მყარდება პრეზიდენტ პუტინის პირდაპირი რეპრესიული დიქტატურა, ხოლო საქართველოს ხელისუფლება გადაიქცა რეგიონში კრემლის საოკუპაციო კომიტეტად.
ამ ფონზე, მტკიცება იმისა, რომ რომელიმე პარტია და ლიდერი უპირისპირდება ხელისუფლებას, არის დანაშაულებრივი არგუმენტი. რეჟიმს უპირისპირდება ქართველი ხალხი.
მივმართავ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას! გაარკვიეთ, ჩვენი მეგობრები ხართ, თუ ჩრდილოელი დათვის. დროზე დაადეთ სანქციები რუს ოლიგარქ ივანიშვილს, რათა მან შეწყვიტოს ძალადობა საკუთარ ხალხზე, დათმოს ხელისუფლება და შემდგომში მისი მოპარული მილიარდები დაბრუნდეს საქართველოს ბიუჯეტში.
ეს საკითხი ჩვენ, კრაგა ხანია დაყენებული გვაქვს ამერიკის შესაბამისი, კომპეტენტური სტრუქტურების წინაშე და ვფიქრობ, ყოველგვარი განხილვის გაგრძელება ძირშივე არასწორია. ყველაფერი სახეზეა, თეთრიც და შავიც. რაღას ველოდებით
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86