ახალი ამბები
სახეზე გვყავს 4 პოლიტპატიმარი - ნათელაშვილი ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების დაკავებაზე


სახეზე გვყავს უკვე 4 პოლიტპატიმარი - შალვა ნათელაშვილი ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებას ეხმაურება.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის განცხადებით, ახალგაზრდები უკანონოდ არიან დაპატიმრებულები. მათ გასათავისუფლებლად ნათელაშვილი საერთაშორისო საზოგადოებისგან სოლიდარობას ითხოვს.

„ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, რომ ის 20 ივნისის ღამეს ქართველმა ხალხმა დაამთავრა და გადავიდა მოსკოვის დავალებით რეპრესიებზე. სახეზე გვყავს უკვე 4 პოლიტიკური პატიმარი. ჩვენ მივმართეთ მსოფლიო დემოკრატიულ საზოგადოებას, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, გამოგვიცხადონ სოლიდარობა, რათა ოთხივე ახალგაზრდა სასწრაფოდ იქნას გათავისუფლებული იქიდან, სადაც იმყოფებიან უკანონოდ. ეს ზეპოლიტიკური მოტივაციაა. არც ერთ ხალგაზრდას იქ პოლიტიკური დანაშაული არ ჩაუდენია და არც არანაირი დანაშაული“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86