ახალი ამბები
ახალ ანტი-ქართულ გეო-პოლიტიკურ შეთქმულებას კახი კალაძე აწერს ხელს



ამის შესახებ საზოგადოებას ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
შალვა ნათელაშვილი:

_ ცნობილი ხდება ახალი ანტი-ქართული, გეო-პოლიტიკური შეთქმულების შესახებ. კერძოდ, 2015 წლის დეკემბერში, ივანიშვილის რეჟიმმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის შესაბამისად, იქმნება ერთიანი ელექტრო-ენერგეტიკული სივრცე, ჩვენი ქვეყნისა რუსეთთან, ირანთან, სომხეთთან და რაც ნიშნავს ენერგეტიკული სუვერენიტეტის გაყიდვას.
ალბათ, აღარავის გვიკვირს რატომ დაანგრიეს ივანიშვილმა და კალაძემ თერგისა და არაგვის ხეობები, გაკაფეს ტყეები, მოახდინეს ეროზირება და წამოჭიმეს უზარმაზარი ძაბვის საფრთხობელები და დააწოკეს იქ მაცხოვრებელი ხალხი, აყარეს სალოცავენი, საფლავები და ეს მუშაობა დღემდე გრძელდება. აღნიშნული პროექტის დამთავრება და 2-3 წელშის გათვლილი.
ვაფრთხილებ ამ შეთქმულებაში მონაწილე ყველა სახელმწიფო, თუ კერძო ბიზნესკომპანიებს, ან მოხდეს დეზავიურება მოღალატეობრივი მემორანდუმის, ან ჩვენ დავსვავთ საკითხს , განხორციელდეს სშეერთებული შტატებიდან ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმი ყველა ამ კომპანიის მიმართ, ქართულის ჩათვლით, ვინც მონაწილეობს საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესთა გაყიდვაში.
ჩვენ ეს ინფორმაცია გვქონდა, მაგარამ არ იყო დამამტკიცებელი დოკუმენტი, სანამ ამ დღეებში სომხეთის ვიცეპრემიერმა ტიგრან სარქისიანმა არ განაცხადა იმის შესახებ, რომ პროექტი წარმატებით ხორცილდება, მალე გაივლის სომხეთსი ტერიტორიას, რის შემდეგაც რუსეთი და ირანი შექმნიან ერთიან ენერგეტიკულ სივრცეს, ელექტროენერგეტიკულ ბაზარს და ჩვენ მთლიანად ვიქნებით დამოკიდებული მოსკოვის და თეირანის ნება-სურვილზე ელექტროენერგიის მოწოდების ყველა კომპონენტით, ფასის ჩათვლით.
ეს ხდება იმ დროს, იმ დროს, როცა ერთი ქვეყანა არის ჩვენი ოკუპანატი, მეორე ქვეყანა ისტორიული მტერი; ეს ხდება იმ დროს, ორივე სახელმწიფო_ ირანიც და რუსეთიც სანქცირებულია შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან თავიაანთი აგრესიული და ტერორისტული პოლიტიკის გამო და ივანიშვილმა და კალაძემ ამ საიდუმლო მემორანდუმით, ამ სისტემის წევრი კიდევ ერთხელ გაგვხადეს.
აღარ ვსაუბრობ იმაზე, თუ რა შეთქმულება განახორციელა პუტინისგან დანიშნულმა ივანიშვილმა კარასინ-აბაშიძის ფორამტით და და ამ წუთშიც რა შეთქმულებას ახორციელებს, რომ გაიხსნას სომხეთი-ირანის მიმართულებით, აფხაზეთის გავლით რკინიგზა, ცხინვალის გავლით _ სახმელეთო გზა და მოხდეს ტვირთების გადაზიდვა. ამ ყველაფერზე შვიდი წლის განმავლობაში უწყვეტი მოლაპარაკებები მიდის და აღნიშნული მოღალატეობრივი პოლიტიკის რეალიზაცია უკვე ოფიცილაურად გამოიხატა იმ მემორანდუმში, რომლის მოწმენიც უკვე ღიად გავხდით და მას ხელს აწერს ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრი კახი კალაძე.
ჩვენ არ დავუშვებთ არა მხოლოდ ივანიშვილის ბოგინის გაგრძელებას ჩვენს ქვეყანაში, არამედ ამ დანაშაულებრივი პროექტის განხორციელებესაც, რათა ჩვენი მტრები არ განაგებდნენ ჩვენს ბედს, ჩვენს ელეექტროუსაფრთხოებას და არ ვიყოთ დაპირისპირებული მთელ დემოკრატიულ საზოგადოებასთან, როგორც ოკუპანტების, აგრესორების და ტერორისტების მოკავშირეები.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86