ახალი ამბები
"გუშინ, პროპუტინისტურმა რეჟიმმა ლავროვთან მოლაპარაკება გამართა იმაზე, რომ..." - შალვა ნათელაშვილი


დღეს, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე, ივანიშვილის  რეჟიმი ლავროვთან ფარულ  მოლაპარაკებაში დაადანაშაულა.


შალვა ნათელაშვილი:  „სოხუმის ტრაგიკულად დაცემის 26-ე წლისთავი ხელისუფლებამ აღნიშნა იმით, რომ ჯერ შემოაღობინა საქართელო მოსკოვს, ხოლო გუშინ საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა ოკუპანტ ლავროვთან ნიუ-ორკში.
რუსეთთან მოლაპარაკებაზე დაჯდომა შეიძლება მხოლოდ  იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი აგრესია გამოცხადდება გენოციდად, რუსეთის სახელმწიფოს დაედება საერთაშორისო სანქციები. თუ საქართველოს ტერიტორიაზე გაიხსნება ამერიკული სამხედრო ბაზა, თუ ყველა ოკუპანტი თანამდებობის პირი (მათ შორის რუსი სამხედროები) დაჯდებიან ინტერპოლით ძებნაზე და თუ სოხუმი გამოცხადდება საქართველოს კონსტიტუციურ დედაქალაქად. აი, ამის შემდეგ შეიძლება ველაპარაკოთ რუსეთს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე.
გუშინ, ლავროვთან პროპუტინუსტურმა მთავრობამ საქართველოსი, მოლაპარაკება გამართა იმის თაობაზე, რომ კავკასიაში ახალი რეალობაა და რომ საქართველოს მაგივრად სამი დამოუკიდებელი სახელპწიფოა: საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რომ უნდა დაიდოს სელშეკრულება ძალის გამოუყენებლობაზე მათთან (რაც მათი აღარების ტოლფასია!) და რომ უნდა გაიხსნას რკინიგზა, საჰაერო, სახმელეთო გზები და ყველა კომუნიკაცია აფხაზეთისა და ცხინვალის გავლით, სომხეთის, ირანის და არაბული სამყაროს მიმართულებით.

დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირების გარეშე, ჩვენ ტერიტორიები არ დაგვიბრუნდება და ყველა მოლაპარაკება იქნება ამ ტერიტორიების საქართელოდან წასვლის გზებთან დაკავშირებული, მოღალატეობრივი ძიების მიმართულება. ამაში ალბათ ეჭვი არცერთ საღად მოაზროვნეს აღარ ეპარება, გარდა პუტინისგან დანიშნული, რუსეთისგან დაფინანსებული და კრემლის ჰანგზე მომღერალი ვაი-ქართველებისა.“

FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86