ახალი ამბები
მილიარდები, რაც წაიღეს და რის გამოც ჩვენი ხალხი ასეთ მძიმე მდგომარეობაშია, უკან უნდა მოიტანონ
გავრცელებულ ინფორმაციას, კონკრეტული ოპოზიციური ლიდერების მაჟორიტარობის შესახებ, შალვა ნათელაშვილი მედიის ინტერპრეტაციას უწოდებს.

მისი თქმით პროპორციული სისტემა ქვეყნის გადარჩენა-არგადარჩენის საკითხია, მაგრამ თუ ამაზე არ წამოვა ხელისუფლება, მაშინ მათ ყველა ოლქში მოუწევთ საერთო ოპოზიციურ ლიდერებთან ბრძოლა. გამარჯვების შემდეგ კი ნათელაშვილი გადარჩენის ფონდის დაარსებას აანონსებს, სადაც ყველას მოპარული თანხა დაბრუნდება.
შალვა ნათელაშვილი: ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, ისევე, როგორც ყველა ტელეკომპანიას, ანალიტიკოსს, ჟურნალისტს აქვს საკუთარი ხედვის განვითარების. პრინციპული საკითხი გახლავთ შემდეგი: თუ ივანიშვილის რეჟიმი უახლოეს დღეებში ( კონსტიტუციურ პერიოდში) არ გამოაცხადებს ქვეყნის გადასვლას პროპორციულ _ ერთადერთ სამართლიან საარჩევნო სისტემაზე და გამოეკიდება პარაზიტულ სიმსივნურ მაჟორიტარულ ინსტიტუტს და დაამყარებს იმედს, რომ ამით დარჩება ხელისუფლებაში, მაშინ რეჟიმს შეხვდება მრავაპარტიული მაჟორიტარული ბლოკის რისხვა საქართველოს ყველა ქალქში, სოფელში. ყველა საარჩევნო უბანში და ნებისმიერი სამაჟორიტარო ოლქი შეიძლება გახდეს ივანიშვილის და ბიძინისტური რეჟიმის ბედისწერა.
იქ რა თქმა უნდა, კანდიდატებად წარმოდგენილები იქნებიან პარტიის ლიდერები, რომლებსაც პატივს სცემენ არა მხოლოდ ქვეყანაში არამედ საზღვარგარეთ დემოკრატიულ სამყაროში, ამიტომ ნებისმიერი იმ მოდელების გათამაშება _ კოორდინატორი ქალბატონები, ხახვით და კარტოფილი მოსყიდვა, კრიმინალიტეტი, საპატრიარქო, თუ კორცხელი სპორსტსმენები _ გამოიწვევს რეჟიმის დამთავრების დაწყებას პირდაპირ არჩევნების დღეს.
ამიტომ დარჩათ შანსი გადაიყვანონ ქვეყანა პროპორციულ სამართლიან არჩევნებზე და მათ მიერვე მოტყუებულ ხალხს შედარებით მშვიდობიანად გაეცალნონ, თუმცა ის მილიარდები, რაც წაიღეს და რის გამოც ჩვენი ხალხი ასეთ მიმე მდგომარეობაში დარჩა, არ შერჩებათ, უკან უნდა მოიტანონ. ამისთვის შეიქმნება გადარჩენის ფონდი, სადაც ჩაირიცხება ივანიშვილის, კალაძის, მამაცაშვილის, ჩხარტიშვილის, ოდიშარიას, წულაიას, ენუქიძის, უქრიაშვილის მოპარული მილიონები და შემდეგ, ახალი პარლამენტი ამ ფონდს გაუშვებს პენსიონერების გადასარჩენად, ავადმყოფების სამკურნალოდ, უფასო კვებისთვის სკოლაში, სტუდენტების სტიპენდიებში, ნიჭიერი ახალგაზრდების სააზღვარგარეთ სწავლაში. ეს თანხები გამოყენებული იქნება იმისთვის რომ მათგან გაკულაკებული ჩვენი ქვეყანა ფეხზე დადგეს და ღირსეული ადგილი დაიკავოს განვითარებულ ორბიტაზე, რაც დიდი ხანია გვეკუთვნის, მაგრამ ამათ სტომაქებს ვერ გადავურჩით.
ამიტომ, ეს საკითხი მაჟორიტარული, თუ პროპორციული არის ყოფნა-არყოფნის, ქვეყნის გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი. ჩვენი ქვეყნის სამშობლოში დაბრუნების საკითხი
FaceBook Twitter Google
ვიდეოები