ახალი ამბები
რაზეა თანახმა ივანიშვილის მოსაშორებლად და რატომ თვლის, რომ სააკაშვილმა თავისი მატიანე უკვე დაწერა - მთავარი ლეიბორისტის გეგმები
..
"პოლიტიკაში ჩემი ბედისწერა, მრავალი ასპექტით საოცარია, მათ შორის არის ოპონირების კუთხეც. როგორც წესი, პოლიტიკოსებს ჩადენილ ქმედებებზე ედავებიან. რაღაც უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა. თუ ის დაეთანხმებოდა მაშინ ჩემს პოზიციას, ჯერ მე უნდა ავერჩიე ხალხს პრეზიდენტად. ამაზე მედავებიან და კიდევ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს საკრებულოს თავმჯდომარეობა დავუთმე, რომელ პოსტზეც მე ცხოვრებაში არ მიყრია კენჭი. ორგანულად მეზიზღებოდა ქალაქის სტრუქტურათა ხელმძღვანელად მუშაობა.
პარტიული ერთობა, საქართველოს ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს, ბოლო ერთ საუკუნეში ჩვენი ქვეყნის ტრაგედია ყოველთვის უკავშირდებოდა იმას, რომ პარტიები საერთო მიზანზე შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ. რატომ მოვიდა 2012 წელს ოლიგარქი ივანიშვილი ხელისუფლებაში? ეს ხალხის ბრალი არ არის, ეს ჩვენი - პარტიების ბრალია. დავჭამეთ და დავასუსტეთ ერთმანეთი, დავკარგეთ ნდობა მოსახლეობაში და შესაბამისად, წმინდა ადგილი ვაკანტური არასოდეს არ არის. დღეს, ქართულმა პოლიტიკურმა გონმა, გააკეთა სწორი დასკვნები და ერთი მაგიდიდან დიდი ოპოზიცური სპექტრი, ერთად ვხაზავთ მომავალ საქართველოს. მთლიანობაში, ჩვენ მომავალ მრავალპარტიულ კოალიციურ მთავრობაზე ვართ ორიენტირებული. სანამ საქართევლოში ერთი ლიდერი და ერთი პარტია საკუთარ ჭაობად გადაიქცევა და საკუთარ ცოდვებში ჩაიწვება, კაცობრიობა წინ, კოსმოსში გავარდება და ჩვენ, სადღაც კუდში მაჩანჩალად დავრჩებით. საპარლამენტო არჩევნებში კი, "ლეიბორისტული პარტია" ყოველთვის დამოუკიდებელია და ის არასოდეს არავითარი ბლოკისა და ალიანსის ნაწილი არ ყოფილა და არც იქნება. ჩვენ მანდატების გამო, საპარლამენტო სიაში არავის ავკიდებივართ, ამიტომ გვაფასებს ხალხი.
საარჩევნო სიების შედგენა არ ხორციელდება, შვილების, ნათელ-მირონობისა და მეგობრობის პრინციპით. ამაზე მსჯელობა არც ოჯახში და არც პარტიაში არ ყოფილა არასოდეს. პირადად მე კი, მძულს მაჟორიტარიზმი, მაგრამ დღეს გარდაუვალი აუცილებლობაა, რომ მკერდით წინ გადავეღობოთ ვაჭრებსა და ოლიგარქებს. როგორც გადაწყდება პარტიულ ფორმატში, ისე მოვიქცევი და იქ ვიყრი კენჭს, სადაც საჭირო იქნება. ისე კი, ალბათ თბილისში ან თბილისის სიახლოვეს ვიყრიდი კენჭს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან ყველა პოლიტიკურ ძალას მოესვლება.
როგორი იქნებოდა სტალინისა და ჩერჩილის ემოცია, როდესაც, ერთმანეთს, პოსტდამის კონფერენციაზე შეხვდნენ, სისინი ხომ ერთამენთში ომობდნენ. ჩვენ, ასეთი დაპირისპირება მაინც არ გვქონია ერთმანეთთან. იყო გადაჭარბებული პოლიტიკური ოპონირებებიც, მაგრამ ის საერთო მიქარვა, რომელიც ჩვენ ბიძინა ივანიშვილის მოსვლით დავუშვით, ერთად უნდა გამოვასწოროთ. პოლიტიკაში, თუ წარსულში ხედვას დაიწყებ მაშინვე კისერს მოიტეხ. მინდა გითხრათ რომ ის ბევრი ადამიანი, რომელიც ჩემთვის მიუღებელი იყო მაშინ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ჩემთვის სავსებით მისაღებ არიან, როგორც ოპოზიციონერები.
რაც დასჭირდება ივანიშვილის მოშორებას, მე ყველაფერზე თანახმა ვარ, ომის გარდა.
ეს ის პირველი შემთხვევა და ის პირველი არჩევნებია, როდესაც მე საკუთარ პერსონას, არც პრეზიდენტად და არც პრემიერად არ ვაყენებ. ჩემი მთავარი ამოცანაა, საქართველოში მიღწეული იყოს მრავალპარტიული სისტემის აღდგენა, ეს სისტემა იმდენად მაკონტროლირებელი იქნება, რომ ცუდი პრემიერიც კი ვერ გააკეთებს ცუდ საქმეებს,"- განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის." შალვა ნათელაშვილი
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86