ახალი ამბები
ეს ბიზნეს ჯგუფები მხოლოდ ფულზე ,,ჩალიჩობენ“ და ლიფტების უსაფრთხოება არ აინტერესებთ

ნაძალადევის მაჟოროტარობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი თემქაზე, ე.წ. არაშენდას კორპუსში იმყოფებოდა, სადაც ლიფტის ჩამოწყვეტის შედეგად ექვსი ადამიანი დაზიანდა.

,,ლიფტების პრობლემა ნაძალადევში და ზოგადად თბილისში გლობალური უსაფრთხოების საკითხი გახდა. ეს გამოწვეულია იმით, რომ სახელმწიფომ მოიხსნა პასუხისმგებლობა სალიფტე მეურნეობაზე. ისინი გააჩუქა სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებზე, სხვდასხვა კომპანიებზე, რომლებიც მხოლოდ ფულზე ,,ჩალიჩობენ“ და არ აინტერესებთ ლიფტების უსაფრთხოება, კეთილმოწყობა, ტექ.რემონტი, თუნდაც დეზინფექცია. 

აი, ჭეშმარიტი მაგალითი ლიფტების პრივატიზაციის _ ექვსი დაზარალებული. ერთი ,,ჯიპით“, რასაც მერია ყიდულობს, ათი ლიფტი ჩამოიკიდება, უსაფრთხოდ. რამდენიმე კვირაში დამთავრდება ამათი სიმღერა, ,,ჯიპების“ ყიდვა და მთელი ამ ფულით ჩვენ მოვახდენთ ხელახალ ლიფტიზაციას მთელ დედაქალაქის და დამათვრდება ფულის ჩადების ბიზნესი ელივატორების, ლიფტების. მოხდება სალიფტე მეურნეობის აღდგენა, სახელმწიფო გაუწევს მათ სერვისმოსახურებას. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი იქნება სახელმწიფო. თუ ვინმეს კერძო ინტერესების გაძლიერება უნდა, ამისთვის არსებობს ფაბრიკების, ქარხნების მშენებლობების ტექნოლოგიები. გახსნან წარმოებები და დაასაქმონ ხალხი. ლიფტი არ არის ბიზნესადგილი, ლიფტი არის ჩვენი ცხოვრების, უსაფრთხოების, სიცოცხლის საკითხი, ამიტომ ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქალაქის მაფიოზა უსაქმურმა მერმა და ,,ჯიპოსანმა“ მთავრობამ, რომელსაც მალე დაემშვიდობებიან." _

FaceBook Twitter Google
ვიდეოები