ახალი ამბები
რას სთხოვს შალვა ნათელაშვილი კახელებს

ვენახის და ყურძნის პრიორიტეტულობაზე გააკეთა განცხადებები ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გურჯაანში, სოფ. ჩუმლაყში, რთველში.

შალვა ნათელაშვილი:
რა სიმდიდრის ქვეყანა ვართ! მარტო ვაზის დარგში სწორი პოლიტიკა ჩვენი ბიუჯეტის ისეთ შევსებას გამოიწვევდა, ოთხი შვეიცარიის ტოლ ქვეყანას ეყოფოდა, უზრუნველსაყოფად. 

იმ დროს, როცა მთელი ვენახის მასივები გაიჩეხა, საზამთრო დაითესა, ატამი გაშენდა, ხოლო დანარჩენი სახელისუფლებო ნომერკლატურის ნარჩენებმა და რუსმა ოლიგარქებმა_ ხარებავებმა და პუტინის ბიზნესმენებმა მიიტაცეს, კახელ გლეხს აღარ დარჩა არც ვენახი, არც მიწა, არც ინტერესი და ფაქტიურად, ამ პოლიტიკამ, რეჟიმმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო შაჰ აბასმა. კახელ გლეხს ლამის არის ხელი ააღებინონ ვენახზე, ვაზზე და იმ საქმეზე, რაც ჩვენს სისხლის, გენეტიკის ფორმულაა. ამიტომ, ალბათ დამეთანხმებით, რომ საქართველო, რომელიც 600 უნიკალური ვაზის ჯიშის შემქმნელი ერია და ღვინის სამშობლო ითვლება, იმსახურებს ჰქონდეს ვაზის, ღვინის და ყურძნის სამინისტრო, ამ მიმართულებით პოლიტიკის გასატარებლად. მაგალითისთვის, ნორვეგიაში არსებობს თევზის მრეწველობის სამინისტრო, რადგან ამ ქვეყნის ძირითადი შემოსავლები თევზის მრეწველობაზეა დამოკიდებული. ეს შედარება იმისთვის დამჭირდა, რომ აუცილებელია პრიორიტეტების სწორი განსაზღვრა. ჩვენ გვჭირდება ის სამინისტრო, ის დეპარტამენტი და სააგენტო, რომელიც ქვეყნის სასოფლო- სამეურნეო პროფილს ზუსტად ასახავს, რომელიც ძირითად დარგებზე იმუშავებს და არა შემოსული გრანტების და კრედიტების მითვისებაზე. 

რაც მთავარია, შესყიდვის კურსი ყოველთვის დოლარზე უნდა იყოს მიბმული. უნდა აღდგეს სახელმწიფო დამზადება და ყურძენი უნდა ჩაიბაროს სახელმწიფომ. 

დღეს იქამდეა საქმე, რომ კახეთის ერთ ნაწილს ფლობს "ოცნების" კანდიდატი შიოლაშვილი, ნაწილს _ პუტინის ბიზნესმენი ხარებავა და დანარჩენს _ ივანიშვილის ძმა. კახეთი ვერავინ მიიტაცა ივანიშვილის ბანდის გარდა და ის უნდა გავაძევოთ პუტინის ბანდასთან ერთად.

კახეთში პრიორიტეტული ისევ იქნება მევენახეობა, კახელი გლეხი იქნება წელგამართული, ყველაფერი კარგი წინ გველოდება.

ერთადერთი თხოვნა მაქვს კახელებთან. არ მოგატყუოთ ხელისუფლებამ, არ აყვეთ ყურძენზე ფასის მატების პიარს. ახლა რასაც მოგცემენ, ვითომ გაზრდით, იმდენივეს წაგართმევენ მომავალს წელს. ამიტომ, არ მისცეთ ხმა იმ ხელისუფლებას, ვისაც მიზნად აქვს ამ ვენახების არარსებობა და ამ ადგილზე საკუთარი ნარკოტიკების პლანტაციების გაშენება.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86