ახალი ამბები
კვლავ გამრუდებულ ისტორიას მივიღებთ, თუ უარს არ ვიტყვით...

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი პოლიტიკურ სპექტრს და ტელევიზიებს არჩევნების დღეს ეგზიტპოლებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს


შალვა ნათელაშვილი:

_საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოპოზიციური ერთიანობა ჩვენი ხალხის რეჟიმთან უდიდესი ბრძოლის შედეგია, ასევე მეც, ლეიბორისტულმა პარტიამ ყველაფერი გავაკეთეთ ამ კონსოლიდაციისთვის და მომავალშიც თვალის ჩინივით გავუფრთხილდებით ამ მონაპოვარს. ამის მიუხედავად, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხოეთის ფეშენკურორტებიდან აგრძელებს ოპოზიციური ერთიანობის წინაარმდეგ ბრძოლას. არაფერს ვამბობ, უკანასკნელი დღეებში გამოქვეყნებულ ბინძურ რეიტინგებე, რომელიც მისი დაწერილია, რომელიც პირველ რიგში ჩვენი, ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგაა მიმართული. სწორედ მან ჩაშალა რეგიონებში საერთო მაჟორიტარებზე იდეა, მან შეიტანა რღვევა თბილისში უკევ შეთანხმებულ მაჟორიტარულ კანდიდატთა ერთობლივ ფორმატში, მან ჩაწერა ივანიშვილისგან გამოგზავნილი შვიდი ოლიგარქი პარტიულ სიაში, საკუთარ ლიდერებზე წინ, რომლებიც პარალმენტში შესვლის შემდეგ ივანიშვილთან გადავლენ და მანვე გამოაცხადა, რომ მარტო დააკომპლექტებს მომავალ მთავრობას ყოველგვარი მრავაპარტიულობის გარეშე, რაც სრული აბსურდია, კონსტიტუციის მიხედვით.

ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია. მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, მათ უკან, თუ წინ მდგომ ტელევიზიებს! მოვუწოდებ ხელისუფლებასაც! მეგობრებო! უარი თვით არჩევნების დღეს, საღამოს 8 საათზე ეგზიტპოლების გამოცხადებაზე, რომელიც კვლავ თავდაყირა დააყენებს ქვეყნის ისტორიას, რადგან ყველა გამოაცხადებს თავის შეთითხნილ, დაფინანსებულ, მილიონად ნაყიდ ურცხვ ციფრებს და მერე დაიწყება აღვირახსნილი ვაჭრობა საარჩევნო უბნებში, პირველ რიგში ლიდერებს შორის და ისევ გამრუდებულ ისტორიას მივიღებთ.

როგორც ჩანს, სააკაშვილის პრინციპია: თუ მე არ ვიქნები, გყავდეთ ბიძინა! და ვფიქრობ ეს ამ ეტაპზე, დანაშაულებრივი პოზიციაა! ჩვენთვის ეს სტილი, ახალი არაა! ბატონი სააკაშვილი1995 წლიდან ამ ფორმით მუშაობს პოლიტიკურ არენაზე. ასე გვიწერდა ლეიბორისტულ პარტიას რეიტინგებს, შემდეგ ეგზიტპოლებს. როგორც ჩანს ადამიანი არ იცვლება არც ეპოქალურად, არც იმისდა მიხედვით, თუ სადაა გეოგრაფიულად.

როგორმე უნდა დავძლიოთ წარსულის ლანდები! მივხედოთ საქართველოს მომავალს და მივხვდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერება გამორიცხულია თუნდაც იმიტომ, რომ 2016 წლამდე რუსეთის იმპერატორი იქნება ვლადიმერ პუტინი, რომელიც როგორც კი დაინახავს, რომ საქართველოში სააკაშვილია პრემიერი, მაშინვე დაიწყებს ომს, გაანადგურებს ქართულ სახელმწიფოებრიობას! რა თქმა უნდა, დემოკრატიული მსოფლიო დაგვიტირებს, მაგრამ ვერფერს მოასწრებს. ეს მაინც უნდა გაითვალისწინოს, როცა პუტინის მოვლინებულ ივანიშვილის დამარცხებაში ხელს გვიშლის.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86