ახალი ამბები
ყველანი ხმის მისაცემად! დღეს უნდა დავაჭედოთ ხელისუფლების კუბოზე ბოლო ლურსმანი!

შალვა ნათელაშვილის მიმართვა ამომრჩეველს
,,დღეს იწერება ისტორია, მომავალი და გამარჯვებები. მთელი მსოფლიო უყურებს რა აგონიაშია ივანიშვილის რეჟიმი და ეს ჩანს კიდეც საარჩევნო უბნებთან, სადაც მათ არავინ დარჩა გულშემატკივარი, გარდა ე.წ. შავების, ნარკომანების, სპოტსმენ-ზონდერების და იმ ადმინისტრაციული რესურსის.
დღეს ამათი საქმე უკვე მთავრდება. იმისთვის რომ ეს ნატვრა აგვიხდეს , ძალიან გთხოვთ ყველას, სადაც არ უნდა იყოთ, ამავე წამს გაემართეთ საარჩევნო უბნისკენ და შემოხაზეთ ლეიბორისტული პარტია. პირდაპირ გეუბნებით, მხოლოდ ჩვენს პარტიას შეუძლია დღეს უზრუნველყოს ხელისუფლების მშვიდობიანი ჩანაცვლება და ახალი, მრავალპარტიული კოალიციური მთავრობის შექმნა ყოველგავრი ექსცესების, კონფლიქტების, კატაკლიზმების გარეშე! მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მომავალი მთავრობის ღერძი. შემაერთებელი და შემქმნელი და სწორედ ჩვენს გვჭირდება თქვენი თანადგომა.
თუ რამე ანტიპათიააა ჩვენს მიმართ და ვერ დაძლევთ, მაინც გაემართეთ საარჩევნო უბნებისკენ, რადგან მთავარია დღეს ხელისუფლების კუბოზე დავაჭედოთ ბოლო ლურსმანი, რათა ის სახურავი აღარ აიხადოს და იქიდან არ ამოძვრეს ივანიშვილის კლონი.
ყველა თაობას აქვს თავისი მარტყოფი, ბასიანი, კრწანისი, დიდგორი დღეს ჩვენთვის ეს ყველაფერი ერთად აღებულია.“
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86