ახალი ამბები
არავითარი წინაპირობა. არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს _ შალვა ნათელაშვილი

აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში შეხვედრიდან გამოსული ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ჯერ მოთელვაა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და ოპოზიციის პოზიცია უცვლელია - ხელახალი არჩევნები ახალი ადმინისტრაციით.

"მოთელვაა და ამიტომ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ვართ - პარლამენტში არ შევდივართ და ვითხოვთ ახალ არჩევნებს ახალი ადმინისტრაციით. მოლაპარაკებები დაწყებულია, მოთლევის შემდეგ დგება შედეგები, ვნახოთ, რა შედეგი დადგება. რაუნდები დაწყებულია, ერთი შეხვედრით რომ წყდებოდეს ასეთი გლობალური პრობლემები... ქუჩის აქციების მოხსნა არ იგეგმება. მზად ვართ მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის", - თქვა ნათელაშვილმა.

რაც შეეხება პარტიებისთვის დაფინანსების მოხსნას, ნათელაშვილი ამბობს, რომ მათთვის ეს უმნიშვნელოა, მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ქვეყანას ჯანსაღი საარჩევნო სისტემა ჰქონდეს.

"ცივ ქვაზე რომ დავრჩეთ, საერთოდ მშივრები რომ ვიყოთ, ჩამოვივლით თითო-თითო ოჯახს და ყოველ დღე, თითო ოჯახი გვაჭმევს პურს, აი, წავალთ ამაზეც. არ გვჭირდება არავითარი დაფინანსება, ჩვენ გვჭირდება ქვეყნისთვის ჯანსაღი საარჩევნო სისტემა, სადაც ვერავინ მოისყიდის, ვერავინ დააძალებს, ვერავინ გააყალბებს და ცხოვრებას და არსებობას ექნება აზრი ჩვენი ხალხისთვის", - აღნიშნა ნათელაშვილმა.

რეზიდენციაში შეხვედრა ამ დრომდე გრძელდება. შეხვედრას ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ბოლო მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ევროკავშირის ელჩი ესწრებიან.

ეს შემადგენლობა პირველად შეიკრიბა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს, შედეგებს არ აღიარებს, აქციებით აპროტესტებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ამ დროისთვის ყველა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ გაყალბებული შედეგებით დაკომპლექტებულ პარლამენტში არ შევა.

წყარო:  formulanews.ge
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86