ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილმა მეორე ტურიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნაზე ცეესკოში განცხადება შეიტანა

შალვა ნათელაშვილმა ნაძალადეველებს მხარდაჭერისთვის მადლობა გამოუცხადა და საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურიდან, საკუთარი კანდიდატურის მოხსნაზე განცხადებას ტელეკამერებთან, ცესკოს შენობასთან მოაწერა ხელი. ,,საქართველოს თვალწინ ხელს ვაწერთ განცხადებას საარჩევნო ბიულეტენიდან ჩემი კანდიდატურის ამოღების შესახებ.“

შალვა ნათელაშვილი:
_ მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას ნაძალადევიდან, ე.წ. მეორე ტურიდან, რომელიც 21 ნოემბერს უნდა ჩატარდეს. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემს ნაძალადეველებს, ასეთი აქტიური და მასობრივი მხარდაჭერისთვის და მინდა განვაცხადო რომ როგორც დავპირდი, კვლავ ვიქნები მათი ოჯახის წევრი, მათ გვერდით ვიქნები და ჩვენ ერთად მივაღწევთ სამართლიან, დემოკრატიულ არჩევნებს, სადაც ვანიშვილისნაირი ბანდიტები ვერ გაბედავენ გაყალბებას, ძალადობას; კრიმინალების, ნარკომანების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, რითაც ეს არსება კვლავ ცდილობს მიითვისოს სახელმწიფო ძალაუფლება, რაც არ უნდა დავუშვათ. 

მეორე ტურში ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას , რჩება მხოლოდ ქოცხროვის კანდიდატები. მინდა მოვუწოდო მთელ საქართველოს! მეგობრებო დარჩით სახლში! ნუ გაივლით ბერბიჭაშვილის გზას, ნუ გაივლით შადიმანის, წიწამურის გზას. თქვენი მისვლა უბანზე იქნება ილიას შუბლში ტყვიის სროლა. ერთი წამით დაივიწყეთ თანამდებობები, ხელფასი, პრემია, გრანტი, მილიონები, ხახვი, კარტოფილი, ნიორი! იფიქრეთ თქვენი შვილები, შვილიშვილები ხვალ როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ, სად ექნებათ მომავალი, სად მიიღებენ განათლებას, ჯანდაცვას, სად იმუშავებენ. თუ ეს ხელისუფლება დარჩება _ ვერსად! ის შეჭმული კარტოფილი და ხალხი შეუერთდება კანალიზაციას და ისტორიისგან არაფერი დარჩება. დარჩით სახლში!
FaceBook Twitter Google
ვიდეოები
1