ახალი ამბები
,,გაყალბების დედოფალი, ავბედითი ფიგურა საქართველოს დღევანდელობისა და მომავლისათვის”
,,გაყალბების დედოფალი, ავბედითი ფიგურა საქართველოს დღევანდელობისა და მომავლისათვის. ამ გვარის მთელი რიგი წარმომადგენლები ნამდვილი ბედისწერა გამოდგა ქვეყნისთვის. იქნებ სჯობდა, ეცხოვრა ასეთებს თავიაანთ ფუძეზე, ულამაზეს სოფელ ონტოფოში აბაშის რაიონისა. დარწმუნებული ვარ, ამით ბევრი ხიფათი აცდებოდა ქვეყანას” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.
რვა ხმით ცესკო-ს თავმჯდომარედ მეორე ვადით თამარ ჟვანია აირჩიეს.

კენჭისყრაში მონაწილეობა ცენტრალური კომისიის ცხრა წევრმა მიიღო, რადგან თამარ ჟვანიამ კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო. როგორც მან სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, კანდიდატები არათანაბარ მდგომარეობაში რომ არ ყოფილიყვნენ, მან სხდომის წაყვანასა და კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ასევე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა თავმჯდომარე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. ცესკო-ს თავმჯდომარეობაზე კიდევ ორი კანდიდატი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი მარიამ შელეგია და „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე იყვნენ წარდგენილნი.

თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს.

წყარო: http://euronews.ge
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86