ახალი ამბები
მაშინდელი კარგად მახსოვს, მაგრამ რომ არაფერი ისწავლეს იქიდან ამ მავნებლებმა?
18.02.2021

7 ნოემბერს მახსენებენ, შალვა ნათელაშვილის დევნას, მის სახლსა და პარტიის ოფისში  სპეცრაზმის შეჭრას. ვეუბნები, რომ

სრულად
ოკუპანტ გავრილოვს იმ კაცის შვილიშვილი უთეთრებს გზას, ვინც ასი წლის წინ ლენინი შემოიყვანა თბილისში
16.02.2021

,,ისტორიული ფაქტია: ასი წლის წინ, თბილისისაკენ მომავალ რუსეთის საოკუპაციო ჯარს და სერგეი კიროვს წინ მოუძღვოდა არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს პარლამენტის ქოცი წევრის ქეთევან დუმბაძის პაპა, რომელიც შემდგომ ბოლშევიკება დახვრიტეს, რადგან არავის უყვარს გამოყენებული ნივთები. ეს ამბავი ერმა დაივიწყა, დიდი ნოდარ დუმბაძის სიყვარულით რომლის ფანად დავრჩები მთელი ცხოვრება მეც.  ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა რომ ასი წლის შემდეგ  უკვე ოკუპანტ გავრილოვს ამჯერად  გზას გაუთეთრებდა იმ კაცის შვილიშვილი, ვინც ლენინი თბილისში შემოიყვანა. სამწუხაროა." _ შალვა ნათელაშვილი

სრულად
ხელი არ გაგექცეთ  ნიკა მელიას დასაჭერად პულტის დაწკაპუნებაზე
16.02.2021

,,მივმართავ პარლამენტში მილიონების საშოვნად დასკუპებულ მილიონერებს, ოდიშარიადან დაწყებული ხახუბიათი დაგვირგვინებული! როგორც კი ხელი გაგექცევათ ნიკა მელიას დასაჭერად პულტის დაწკაპუნებაზე, მოკლე ხანში ჩემი ხელით შეგყრით ყველას ციხეში და ეს გაფრთხილება კარგად გაიაზრეთ." _ შალვა ნათელაშვილი

სრულად
იძახეთ, რომ აქციები და  პარტიები არ გინდათ და შედეგები არავის გაუყოთ
13.02.2021

_ რა უნდა ეშველოს ამ ქვეყანას ზოგჯერ ვეღარ ვხვდები. თბილისიდან ჩადის ხალხი ქვემოჭალაში, ზაზა გახელაძის განთავისუფლების მოთხოვნით  და ამ დროს

სრულად
ვინმე დამაჯერებს რომ კომენდატის საათი პოლიტიკური ბრძოლის იარაღი არაა?!
11.02.2021

- კომენდანტის საათი რა პოზიტიურ გავლენას ახდენს პანდემიასთან ბრძოლაში?

სრულად
შალვა ნათელაშვილს ციხით ემუქრებიან - ვინც შეგიშინებიათ ისევ ის შეაშინეთ!
10.02.2021

შალვა ნათელაშვილს ხვალ საღამომდე სადეპუტატო დეკლარაციის შეუვსევლობის შემთხვევაში ს.ს. საქმის აღძვრით ემუქრებიან.

შალვა ნათელაშვილი:

- სპეცსამსახურებიდან ვიღებ წერილს,  იმის თაობაზე, რომ თუ ხვალ საღამოს 6 სთ-მდე არ შევავსებ სადეპუტატო დეკლარაციას, არა მხოლოდ დავჯარიმდები, ს.ს. პასუხისგებაში მიმცემენ.

მინდა მივმართო ამ ძირგამომპალი რეჟიმის  მეთაურებს. არ გაიშვას თქვენი შეშინებუილი! ვინც შეგიშინებიათ, ის შეაშინეთ! მაგ პარალამენტიდან გამოგგვით! არავინ იქ ფეხის შემდგმელი არ არის, სანამ არ გამოცხადდება ახალი საპარალმენტო არჩევნების თარიღი. ამის შემდეგ დაიწყება ქვეყანაში კანონის აღსრულება და ჩამოყალიბდება ის სამართლებრივი სახელმწიფო, რომლის არსებობის საფუძვლებიც ძირში მოსპეთ, არჩევნების მასობრივი გაყალბებით, რის გამოც  შეგვრჩა ერთპარტიული პარლამენტი, დედამიწაზე ერთადერთი ასეთი სამარცხვინო სტრუქტურა.   არ გათეთრდების ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშითაო, ნათქვამია. ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ ოპოზიცია  არ შევა პარალმენტში იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს გაუხანგრძლივოს არსებობის საშუალება და ჩვენი ხალხი, ქვეყანა გაწიროს ქრონიკული სიღატაკის, შიმშილის სიტიტვლის და და ამაოებისთვის. ეს არ მოხდება

ძალიან მალე დაიწყება საპროტესტო მასობრივი ტალღა. რეჟიმს საერთაშორისო იზოლაციის რეალური საფრთხე უდგას , რაც შეიწირავს ივანიშვილის მიერ ჩვენგან მოპარულ მილიარდებს და დაუბრუნებს იმ ხალხს ვისაც წაართვეს. ეს გარდაუვალია, იმის მიუხედავად ვინ ვის დაემუქრებათ, დაიჭერთ, ასეთ უშინაარსო წერილება გაუგზავნით, თუ რას მოიმოქმედებთ. რეჟიმი აგონიაშია, ეს ეტყობა მათ ეპისტორალურ ჟანრსაც, ეს ეტყობა იმ რეპრესიებს, რომელის განხორციელებასაც აპირებენ, მაგრამ ვერ განახორციელებენ. რაც ღრმად შევლენ რეპრესიების ჭაობში უფრო ღრმად ჩაიძირებიან,  ისე რომ ვერანაირი თანამედეროვე ტექნიკა იქიდან ვეღარ ამოიყვანთ. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ  შეყრილ ნახირს, გამოვიდნენ იქიდან, სადაც შეყარა ოლიგარქმა მისი სიმდიდრისთვის, მონური მორჩილებისა და მათი სახის დაკარგვისკენ, მათ შვილებსაც ამოუწევენ იმას, რასაც აკეთებდნენ მათი სამარცხვინო მამები, პარლამენტის წევრები, მწვანე დოლარებზე ფიქრით დაღლილები. ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს! დაოკდით! დამშვიდდით! აიკრიფეთ გუდა-ნაბადი, გამოცხადეთ ახალი არჩევნების თარიღი და ქვეყანაში დამათავრდება უმძიმესის ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური  პროცესი, რომელიც თქვენ გამოიწვიეთ, თქვენი გაუმაძღრობით მალე გასკდებით იმ ქონების ჭამით, რაც თქვენ არ გეკუთვნით  და ამაში წაგახმარებთ ხელს.

სრულად
ნამახვანჰესის რეალური მშენებელ- მიმტაცებელი ბიძინა ივანიშვილია
07.02.2021

მე მაინც განცვიფრებული ვარ ჩვენი ხალხის უსაზღვროდ ბავშვური გულუბრყვილობით.

სრულად